წყალი — წყალბადის ოქსიდი (H2O), უსუნო, უგემო და უფერული სითხე (სქელ ფენებში ან აპარატურით დაკვირვებისას ცისფერია), ბიოსფეროში ყველაზე გავრცელებული ქიმიური ნაერთი. აუცილებელია ყველა ცნობილი ცოცხალი ორგანიზმის არსებობისთვის.
დედამიწაზე წყლის სავარაუდო რაოდენობაა 1400 მილიარდი მ³. გვხვდება მსოფლიო ოკეანეში (96%), გარდა ამისა მიწისქვეშა წყლების, მყინვარების, ტბების, ნიადაგის ტენის და მდინარეების სახით, ასევეატმოსფეროში და როგორც წვიმის წყალი. ბუნებრივ პირობებში წყალში სხვადასხვა რაოდენობით ყოველთვის გახსნილია მარილები, აირები და ორგანული ნივთიერებები.
ცეცხლი — ვიწრო გაგებით აალებული გაზებისა ან პლაზმის მთლიანობა, რომელიც წარმოიშვება როგორც შემდეგი ქმედებების შედეგი -
- საწვავის შემთხვევითი/განგებითი გაცხელება გარკვეულ წერტილამდე;
- ქიმიური რეაქცია;
- საწვავისა და მაღალი ძაბვის დენის ურთიერთშეხებით.
ცეცხლი არის წვის პროცესის ძირითადი ფაზა და გააჩნია თვითგავრცელების უნარი. ცეცხლის საკუთარი ტემპერატურა დაფუძნებულია ცეცცხლის წყაროზე.
სამხედრო საქმეში ტერმინი "ცეცხლი" იხმარება ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის აღსანიშნავად.
ცეცხლის აღმოჩენა და მართვა ითვლება კაცობრიობის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად. პირველყოფილი ადამიანი ცეცხლს თაყვანსა და შიშს იწვევდა. ცეცხლის მეშვეობით ადამიანმა შეძლო - ცივი კლიმატური პირობების გადატანა, საჭმლის გაკეთება, ღამით ტერიტორიის განათება, გარეული ცხოველების გაგდება, ტყით დაფარული ტერიტორიის გაწმენდა და მათი სათეს მინდვრებად გადაქცევა, თიხის ჭურჭლის დამუშავება, მეტალების დადნობა და სხვ.
ცეცხლს უკავია სერიოზული მნიშვნელობა რამდენიმე მითოლოგიაში.[1]. ძველბერძნულ მითოლოგიაში ცეცხლთან კავშირი ჰქონდა რამდენიმე ღვთაებას (გეფესტი, ვესტა, ჰესთია, ტიტანი პრომეთე). ძველინდურ მითოლოგიაში ცეცხლის ღვთაება იყო აგნი, კელტურ მითოლოგიაში ცეცხლის ღვთებას ბრიგიდი ერქვა. ზოროასტრიზმში ცეცხლი არის ღვთაებრივი სტიქია და გამოსახავს უმაღლეს სიმართლეს, არტს.
ყინული — სახელი, რომელიც წყალს ქვია 15 ცნობილ კრისტალიზებულ მყარ ფაზაში. არასამეცნიერო კონტექსტში, ის როგორც წესი აღწერს ყინულ lh-ს, რომელიც ამ ფაზათაგან ყველაზე გავრცელებულია. ის შეიძლება გამჭვირვალე ან მოცისფრო-მოთეთრო ფერის იყოს, მისი სიწმინდის მიხედვით. ყინულ lh-ზე გადასვლა ხდება, როდესაც წყალი ცივდება 0 °C-ზე (273.15 K, 32 °F) სტანდარტული ატმოსფერული წნევისას. ის ასევე შეიძლება წარმოიქმნას ორთქლისგან გარდამავალი თხევადი ფაზის გავლის გარეშე. ყინული გლობალური კლიმატის მნიშვნელოვანი კომპონენტია, განსაკუთრებით წყლის ციკლში.
Комментариев нет:
Отправить комментарий